საზოგადოება
27.01.2026 12:43
მეღვრეკისის საჯარო სკოლა ფიზიკის მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს

სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისის საჯარო სკოლა ფიზიკის მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს, რომელიც 12-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.

დამსაქმებლის გამოქვეყნებული განცხადებით, კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ შემდეგ მოთხოვნებს.

რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, ყოველთვიური ანაზღაურება 760-800 ლარით განისაზღვრება. მსურველებს განაცხადის გაკეთების ვადა 31 მარტს ეწურებათ.

მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: teacherjobs. ge და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.

კვირის ამბები