

საქართველოს მწერალთა კავშირის შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის ორგანიზაციის ინიციატივით, გორში ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო - „მოდიოდა ნინო მთებით“ გაიმართება.
ღონისძიებას დღეს, 27 იანვარს, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია უმასპინძლებს და 17:00 საათზე დაიწყება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საღამო საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებლის წმინდა ნინოს სახელობის დღესასწაულს და ქრისტიანობის გავრცელებიდან 1700 წლის საიუბილეო თარიღს ეძღვნება. ღონისძიების პროლოგად კი საჯარო ლექცია - „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ გაიმართება.
საღამოზე დასწრება თავისუფალია.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი