საზოგადოება
28.01.2026 11:17
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევისთვის შეხვედრები დღეს დაიწყო - გაეცანით გრაფიკს

სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად სოფლის კრებები და ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციები დღეს, 28 იანვრის 11:00 საათიდან დაიწყო და 19 თებერვალს დასრულდება.

სოფლის კრებები მუნიციპალიტეტის 112 სოფელში გაიმართება და 2026 წელს, პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტისთვის 1 596 000 ლარია გამოყოფილი. თითოეულ სოფელში 10 000-დან 20 000 ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. დასაფინანსებელი პროექტები მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განისაზღვრა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებს და საპროექტო წინადადებების მიღების პროცესს კოორდინაციას გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრული თანამდებობის პირები გაუწევენ.

„გორის მაცნე“ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩასატარებელი საერთო კრების სხდომების და მოსახლეობასთან გასამართი კონსულტაციების გრაფიკს გთავაზობთ:








კვირის ამბები