

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების პროექტირებისთვის კონკურსი გამოაცხადა.
როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში აღნიშნავენ, მუნიციპალური განვითარების ფონდი აქტიურად განაგრძობს ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესს. რაც შეეხება სოფელ ხიდისთავის საბავშვო ბაღის მშენებლობას, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა 75 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი.
„ამ ეტაპზე, ფონდმა, ახალი საბავშვო ბაღების პროექტირებისთვის კონკურსები გამოაცხადა გორის, რუსთავის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის და დმანისის მუნიციპალიტეტებში.
პროექტების დასრულების შემდეგ, ბავშვები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხო, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ“, - აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარეის ფონდში.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი