

შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი სარაგბო მოედანი აშენდება.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა რაგბის სტადიონის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა.
როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში აღნიშნავენ, ქვეყნის მასშტაბით 14 სარაგბო მოედანი აშენდება. სხვადასხვა მუნიციპალტეტში დაეგმილია როგორც ხელოვნურსაფარიანი, ასევე ბუნებრივსაფარიანი სტადიონების მშენებლობა-რეაბილიტაცია.
„ქვეყნის მასშტაბით სარაგბო მოედნების მშენებლობა ხელს შეუწყობს სპორტული ინფრასტრუქტურის განავითარებას, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ქვეყნის სარაგბო ტრადიციების კიდევ უფრო გაძლიერებას“, - აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარეის ფონდში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს