

გორის მუნიციპალიტეტის მერია გაფანტული სკლეროზის (რეციდიული-რემისიული-პროგრესივი ფორმა EDSS4.0) მქონე პაციენტებისთვის სოციალურ პროგრამას ახორციელებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სიახლე აღნიშნული დიაგნოზის მქონე პაციენტების მედიკამენტებით უზრუნველყოფის დაფინანსებას (ლიმიტის ამოწურვამდე) გულისხმობს.
დახმარებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირებს.
პროგრამით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ გორის მერიაში. რაც შეეხება თანხის ოდენობას, 2000 ლარია.
ცნობისთვის, აღნიშნული შემწეობთ სარგებლობა ბენეფიციარებმა 2024 წლიდან დაიწყეს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს