

უფლისციხის საჯარო სკოლის შენობაში არსებული ღია დერეფნები მინის კონსტრუქციით დაიხურა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, მოსწავლეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის და სკოლის შენობაში თბოიზოლაციის შენარჩუნების მიზნით, სამსართულიან შენობაში მინის კონსტრუქცია 442 კვადრატულ მეტრზე მოეწყო.
შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 99 000 ლარი შეადგინა და თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ საკრებულოს წევრებთან ერთად დაათვალიერა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს