საზოგადოება
04.02.2026 15:38
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს სერგი ბზიშვილი უხელმძღვანელებს

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად სერგი ბზიშვილი დაინიშნა.

ახალი ხელმძღვანელი დეპარტამენტის თანამშრომლებს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ პირველ მოადგილესთან - რონი მესხთან ერთად, გორში გამართულ სამუშაო თათბირზე წარუდგინა. გეკა გელაძემ პოლიციის დეპარტამენტის ახლადდანიშნულ დირექტორს წარმატებული საქმიანობა უსურვა.

მინისტრმა სამუშაო შეხვედრაზე დეპარტამენტის თანამშრომლებისგან რეგიონში დანაშაულთან ბრძოლის და პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციაც მოისმინა. გეკა გელაძემ სამართალდამცველებს რეგიონში მართლწესრიგის დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.

ცნობისთვის, სერგი ბზიშვილი ამ დრომდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა დაშინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე სერგი ბზიშვილმა კახა მურადაშვილი შეცვალა, რომელიც საქმიანობას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე განაგრძობს.

 

კვირის ამბები