საზოგადოება
05.02.2026 11:24
ხიდისთავში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში გზის რეაბილიტაცია იგეგმება.

აღნიშნული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აღნიშნავენ, პროექტის მიხედვით რეაბილიტაცია ჩაუტარდება გზის 900-მეტრიან მონაკვეთს და პროექტის სავარაუდო ღირებულება 482 990 ლარია.

„პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულია ტენდერი, ხოლო წინადადებების მიღება 7 თებერვალს დაიწყება და 12 თებერვალს დასრულდება.

ხიდისთავის გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდება. 2026 წელს აღნიშნული ფონდის თანადაფინანსებით გორის მუნიციპალიტეტში, ჯამში, 12 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება“, - აცხადებენ გორის მერიაში.

კვირის ამბები