
შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სახელმწიფო შეთავაზებას აგრძელებს და სესხის პროცენტის თანადაფინანსების გზით, იაფ ფინანსურ რესურსებზე წვდომას სთავაზობს.
პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი, შენახვა-რეალიზაციის და სხვა მიზნობრიობის საწარმოები აგროკრედიტ/აგროლიზინგს, როგორც ძირითადი, ისე საბრუნავი საშუალებებისთვის მიიღებენ.
„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“ შემდეგ კომპონენტებს მოიცავს: შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის; შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის; შეღავათიანი აგროლიზინგი.
„პირებს, რომლებსაც სოფლად საქმიანობის დაწყება/განვითარება სურთ და ამისთვის დამატებითი ფულადი სახსრები ესაჭიროებათ, სახელმწიფო სთავაზობს იაფ ფინანსურ რესურსებზე წვდომას სესხის პროცენტის თანადაფინანსების გზით.
„შეღავათიან აგროკრედიტს“ გასცემენ პროექტში ჩართული ბანკები და საფინანსო ორგანიზაციები (სოფლის განვითარების სააგენტო არ მონაწილეობს საკრედიტო განაცხადის დამუშავების და კრედიტის გაცემის პროცესში).
შეგახსენებთ, პროექტი ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ. მას, 2013 წლის 27 მარტიდან, სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს“, - აცხადებენ უწყებაში.
დაინტერესებულ პირებს პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობა შუძლიათ ვებგვერდზე: rda. gov. Ge