

5 თებერვალს მსოფლიოში უსაფრთხო ინტერნეტის დღე აღინიშნება. საქართველო თარიღის აღნიშვნის კამპანიას 2019 წელს შეუერთდა და მიზანი იმ რისკებზე საზოგადოების ინფორმირებაა, რაც ინტერნეტის მოხმარებას ახლავს.
როგორ უნდა დაიცვან თავი ინტერნეტმომხმარებლებმა არსებული საფრთხეებისგან - 5 თებერვალს, სწორედ ამ მიმართულებით და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ღონისძიებები იმართება.
სფეროს სპეციალისტები მნიშვნელოვან პრობლემად ე.წ. ფეიკ ნიუსებს (Fake News) და მოზარდებთან დაკავშირებულ რისკებს ასახელებენ.
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ინტერნეტით უზრუნველყოფილი ოჯახების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს