

სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის საჯარო სკოლა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგის ვაკანსიას აცხადებს.
ვაკანტური პოზიცია კვირაში 12-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და მეცადინეობის ჩატარებას I, II, III, IV, VIII, IX კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს.
კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, თვეში 1152 ლარით განისაზღვრება. მსურველებს გამოხმაურების ვადა 25 თებერვალს ეწურებათ, შრომითი ხელშეკრულების გაფორმების თარიღად კი, 2 მარტია მითითებული.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს