საზოგადოება
06.02.2026 10:49
სიმონ გულედანმა ქურთის, ერედვის და თიღვის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა, რწმუნებულის მოადგილეებთან ერთად, ქურთის, ერედვის და თიღვის მუნიციპალიტეტების გამგებლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე გასული წლის განმავლობაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული პროექტები, ასევე მიმდინარე წელს დაგეგმილი ღონისძიებები და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დევნილი მოსახლეობისთვის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გაამახვილეს. საუბარი შეეხო დევნილთა დასახლებებში დაზიანებული საცხოვრებელი ბინების შეკეთებას, სარწყავი, სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციას, საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ასევე განიხილეს დევნილი მოსახლეობის სოციალური პროგრამებით სარგებლობის საკითხებიც.

როგორც სიმონ გულედანმა აღნიშნა, მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროექტების ეფექტიანი განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობა.

კვირის ამბები