

სოციალური პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის ღირებულებას, წელიწადში ერთხელ, 500 ლარით დააფინანსებს.
პროგრამით სარგებლობა სახელმწიფო გრანტის არმქონე და 50% და 70 %-იანი გრანტის მქონე პირებს შეუძლიათ. გარდა ამისა, სტუდენტი უნდა იყოს რეგისტრირებული გორის მუნიციპალიტეტში და მისი სარეიტინგო ქულა უნდა მერყეობდეს 0-დან 120 000-ის ჩათვლით.
დაფინანსების მისაღებად, სტუდენტმა შესაბამისი დოკუმენტაცია მერიაში უნდა წარადგინოს.საჭირო დოკუმენტების შესახებ ინფორმაციის გაცნობა კი შესაძლებელია, როგორც საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე: gori. Gov. ge.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი