საზოგადოება
09.02.2026 11:55
გორის საჭადრაკო სკოლას ინოვაციური სასწავლო მოწყობილობა გადაეცა

გორის საჭადრაკო სკოლას „სენსო რობოტი“ გადაეცა.

ინოვაციური სასწავლო მოწყობილობით სკოლა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ დაასაჩუქრა. რაც შეეხება ინიციატივის მიზანს, ახალგაზრდებში ჭადრაკისადმი ინტერესის გაზრდა, მოზარდებისთვის თამაშის თანამედროვე, ინოვაციური ფორმით პოპულარიზაცია და მოსწავლეების ანალიტიკური უნარების განვითარებაა.

გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსთან რამაზ შიოშვილთან ერთად საჭადრაკო სკოლაში იმყოფებოდა და ინოვაციური მოწყობილობის პრინციპებს ადგილზე გაეცნო.

კვირის ამბები