

თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობით გათვალისწინებულ აღსრულების საკითხებთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარ მიზანს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და, ასევე იმ ახალი გამოწვევების განხილვა წარმოადგენდა, რაც ამ ეტაპზე აქტუალურია.
„შეხვედრაზე აქცენტი თამბაქოს ახალი პროდუქტების მასობრივი გავრცელების პრობლემაზე და იმ კანონდარღვევებზე გაკეთდა, რაც მათ მოხმარებას უკავშირდება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო ობიექტებში თამბაქოს ახალი პროდუქტების რეკლამის შემთხვევებზე და მათზე რეაგირების გზებზე“, - აღნიშნეს შეხვედრის მონაწილეებმა.
შეხვედრა ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციის და მონიტორინგის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს