

გორის №2 საჯარო სკოლის სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა და ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ამ ეტაპისთვის, მოედანზე უკვე დაგებულია ხელოვნური საფარი, დამონტაჟებულია ფეხბურთის კარები და კალათბურთის ფარები, მოწყობილია ღობე და ლითონის კარი.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 118 000 ლარზე მეტს შეადგენს. თანხა კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყო.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს