საზოგადოება
11.02.2026 13:45
დღეს აღმოსავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

დღეს, 11 თებერვალს, აღმოსავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, მაღალმთიან რაიონებში კიზვავსაშიშროებაა მოსალოდნელი.

„დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აცხადებენ სააგენტოში.

კვირის ამბები