საზოგადოება
12.02.2026 14:09
მაღალმთიან რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობის ახალი პროგრამა დაიწყო

მაღალმთიან რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობის ახალი პროგრამა დაიწყო.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის მიზანია მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების ადგილზე დამაგრება, ახალი პროფესიული უნარების განვითარება და დასაქმებაში ხელშეწყობა, მეორეს მხრივ, ადგილობრივი საწარმოების/ორგანიზაციების ადგილზე განვითარება და მათთვის ფინანსური შეღავათების გაწევაა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, პროგრამაში ჩასართავად აუცილებელია, სამუშაოს მაძიებელი მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე პირი იყოს, ხოლო საწარმო - მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე ბიზნესი.

„შეღავათი ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან როგორც საწარმოში დასაქმებულის 6-თვიანი სტაჟირების ანაზღაურებას, ასევე მომდევნო სამი თვის განმავლობაში დასაქმებულის ხელფასის სუბსიდირებას.

კერძოდ, პროგრამაში ჩართულ სამუშაოს მაძიებელს დასაქმების სააგენტო სამი თვის განმავლობაში გადაუხდის ხელფასის ნახევარს თვეში არა უმეტეს 1100 ლარის ოდენობით. ამასთანავე, დამსაქმებელს შესაძლებლობა აქვს, სუბსიდირების პროგრამაში ჩართვამდე, ისარგებლოს 6-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით, რომლის თანხას დასაქმების სახელმწიფო სააგენტო სრულად აფინანსებს“, - აღნიშნავენ სამინისტროში.

კვირის ამბები