საზოგადოება
13.02.2026 11:40
გორის მერია მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა სტატუსის მქონე და ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვების მშობლებს ფინანსურად ეხმარება

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოჯახებს, რომლებსაც სამი და მეტი შვილი შეეძინებათ, ადგილობრივი თვითმმართველობა ფინანსურად დაეხმარება.

გორის მუნიციპალიტეტის მერია, ფინანსურ დახმარებას, ასევე გაუწევს იმ პირებსაც, ვისაც სოციალურად დაუცველი, მარტოხელა სტატუსის მქონე მშობლის სტატუსი აქვს, ან ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი/შვილები ჰყავს.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, მე-3 შვილის შეძენისას (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000 - მდე; სამივე შვილი 0-დან 18 წლამდე), ბენეფიციარებს 300 ლარი გადაეცემათ. 4-შვილიანი ოჯახების დასახმარებლად (ოთხივე შვილი 0-დან 18 წლამდე, ერთ-ერთი მშობელი და შვილები კი რეგისტრირებულნი უნდა იყვნენ გორის მუნიციპალიტეტში) წელიწადში ერთხელ 500 ლარი გაიცემა. 5 და მეტშვილიანი ოჯახების დახმარება (ყველა შვილი 0-დან 18 წლამდე) კი, წელიწადში ერთხელ, თითოეულ ბავშვზე 200 ლარია.

რაც შეეხება სოციალურად დაუცველი მარტოხელა სტატუსის მქონე მშობლების დახმარებას, რომელთაც ჰყავთ ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი/შვილები(0-დან 18-წლამდე) და სარეიტინგო ქულა 0-დან– 150 000 ის ჩათვლით აქვთ მინიჭებული, 500 ლარი გადაეცემათ.

ზემოხსენებული ფულადი დახმარებებით სარგებლობას მხოლოდ ის პირები შეძლებენ, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არიან რეგისტრირებულები.

დახმარებების მიღების მიზნით, მერიაში წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში, ასევე, ვებგვერდზე: gori. Gov. ge.

კვირის ამბები