
ტანას და თეძამის დაცულ ტერიტორიებზე, მდინარე ტანის შენაკადები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 20 000 ქვირითით დათევზიანდა.
პროცესში ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით იოსებაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს სპეციალისტები და შესაბამისი სამსახურების ადგილობრივი წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
როგორც შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, „წითელი ნუსხის“ სახეობა ნაკადულის კალმახის აღდგენის პროექტს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს.
„მდინარის კალმახის ინკუბირებული ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკვის პროცენტს ადამიანის მინიმალური ჩარევით. პროექტს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო
10 წელია ახორციელებს და მოიცავს მონიტორინგის კომპონენტსაც“, - აღნიშნულია სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.