
გორში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 1000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის პროექტირება იწყება.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კომპლექსი მსოფლიო ცურვის ფედერაციის სტანდარტების აშენდება. მოეწყობა დახურული აუზი ცურვის, სინქრონული ცურვის და წყალბურთისთვის.
გარდა ამისა, გათვალისწინებულია საბავშვო აუზი, გასახდელები და საშხაპეები, სხვადასხვა სპორტის სახეობის სავარჯიშო დარბაზები, მწვრთნელების ოთახები, სამედიცინო და ფიზიოთერაპიის სივრცეები, ასევე საკონფერენციო დარბაზი. შენობაში განთავსდება სწრაფი კვების პუნქტი და სპორტული მაღაზია. კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყობა ავტოსადგომი, საფეხმავლო ბილიკები და რეკრეაციული ზონა; დაიგეგმება უსაფრთხოების თანამედროვე სისტემები და სრულყოფილი წყალმომარაგება.
სპორტკომპლექსის ინფრასტრუქტურა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის სრულად ადაპტირებული იქნება.
რაც შეეხება მიზანს, გორში თანამედროვე, მრავალფუნქციური და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა წარმოადგენს, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების სპორტში ჩართულობას, პროფესიონალური სპორტის განვითარებას და რეგიონში მასშტაბური ღონისძიებების ჩატარებას.
პროექტის დეტალებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე, შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე და არქიტექტორები ადგილზე გაეცნენ.