

საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, გორში, სადგურის დასახლებაში, მეთერთმეტე საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ახალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება 650 მოსწავლეზეა გათვლილი. პროექტის მიხედვით, შენობაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა თანამედროვე ინფრასტრუქტურა, მათ შორის საკლასო და რესურსოთახები, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კაბინეტი, სამეცნიერო ლაბორატორია, მუსიკის ოთახი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სივრცე.
სკოლაში განთავსდება, ასევე ბიბლიოთეკა, მოეწყობა კვებისათვის განკუთვნილი სივრცე და სამედიცინო ოთახი.
ამასთან, პროექტის ფარგლებში, სკოლის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია შიდა და გარე მრავალფუნქციური სპორტული სივრცეების მოწყობა.
პროექტს საქართველოს მთავრობა 11 მილიონი ლარით აფინანსებს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.