

სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ანიმალისტ-მხატვარ გოჩა ძაგანაშვილის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენა ხვალ, 17 თებერვალს გაიხსნება და ქართველი მხატვრის ნამუშევრების დათვალიერება მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, 24 თებერვლამდე იქნება შესაძლებელი.
ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის საგამოფენო სივრცე სტუმრების მისაღებად 14:00 საათზე გაიხსნება.
გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი