

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას არ გამორიცხავს პრემიერ-მინისტრი. გიორგი გახარიას განმარტებით, ყველაფერი შესაძლებელია და დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე.
„ყველაფერი შესაძლებელია. ყველაფერი იქნება დამოკიდებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე, მის დამძიმებაზე ან პირიქით. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენი ამოცნაა ადამიანების ჯანმრთელობის დაცვა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამასთან, პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა ვითარებას აკვირდება და შესაძლოა, ქვეყნის მასშტაბით ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღოს, რაც არა ცალკეულ რეგიონებს, არამედ მთელ ქვეყანას შეეხება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს