საზოგადოება
17.02.2026 11:48
სოფელ არაშენდაში ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში ახალი, 100 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.

როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, პროექტი მოზარდების საჭიროებებზე მორგებული, თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალიწინებს. კერძოდ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვება საკლასო ოთახები, ლაბორატორია, საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტი და ბიბლიოთეკა.

სკოლაში კვებისთვის განკუთვნილი სივრცე, სამედიცინო კაბინეტი, ასევე, შიდა და გარე სპორტული სივრცეები მოეწყობა.

სოფელ არაშენდას ახალი სკოლის მშენებლობა საქართველოს მთავრობის და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 4, 5 მლნ ლარს შეადგენს.

კვირის ამბები