

გორის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპეცტანსაცმელი გადაეცათ.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, განახლებული ფორმები უსაფრთხოების მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს და აღჭურვილია ყველა აუცილებელი ელემენტით, რაც ღამის საათებში და რთულ მეტეროლოგიურ პირობებში სამუშაოს შესრულებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„ინიციატივის მიზანი თანამშრომელთა უსაფრთხოების, კომფორტის და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა, რაც ხელს შეუწყობს მათი საქმიანობის ეფექტიანობას და უზრუნველყოფს ღირსეულ სამუშაო გარემოს თითოეული მათგანისთვის“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს