
ზოგადი განათლების I-XII კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე I-XII კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევით გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო, - ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, მსურველი პირები დარეგისტრირებას 2026 წლის 5 მარტის ჩათვლით შეძლებენ, ხოლო გამოცდები 2026 წლის 16 მარტიდან 2026 წლის 3 აპრილის ჩათვლით ჩატარდება.
„გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს პირს იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება, ან აღემატება ექსტერნის წესით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა.
ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი, რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში, აუცილებელ დოკუმენტაციასთან ერთად, ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე განცხადებას რესურსცენტრში წარადგენს შემდეგი წესების დაცვით:
იმ შემთხვევაში თუ პირი, რომელსაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღება, სწავლობს სკოლაში - განცხადება მიიღება იმ რესურსცენტრში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს შესაბამისი სკოლა;
თუ პირი არ სწავლობს სკოლაში - განცხადება მიიღება ნებისმიერ რესურსცენტრში, პირის სურვილის შესაბამისად“, - აცხადებენ სამინისტროში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მსურველებმა უნდა დარეკონ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცხელ ხაზზე: (995 32) 2 200 220.