საზოგადოება
19.02.2026 13:52
ბოშურის საჯარო სკოლაში ვაკანსიაა

სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურის საჯარო სკოლა უცხო ენის (ინგლისური) მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.

დამსაქმებლის ინფორმაციით, ვაკანსია სსიპ ბოშურის საჯარო სკოლასთან შერწყმულ ლევიტანის დაწყებით სკოლაშია და გაკვეთილების ჩატარებას II, IV კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს.

მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.

დაინტერესებულ პირებს გამოხმაურების ვადა 27 თებერვალს ეწურებათ. რაც შეეხება სამუშაოს დაწყების თარიღს, 3 მარტია.

კვირის ამბები