საზოგადოება
20.02.2026 13:48
გახდი მოხალისე - ახალგაზრდა მოხალისეების პროგრამაზე განცხადებების მიღება დაიწყო

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა მოხალისეთა მიღება გამოაცხადა.

განცხადებების მიღება პროექტის - „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში მიმდინარეობს და რეგისტრაცია 9 მარტის ჩათვლითაა შესაძლებელი.

ორგანიზატორების ინფორმაციით, პროგრამა საქართველოს სხვადასხვა რეგიონს მოიცავს და მონაწილეობა გორში, ქარელში, კასპსა და ხაშურში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეუძლიათ.

„მოხალისეთა ქსელი გააერთიანებს 15-17 წლის ახალგაზრდებს და ხელს შეუწყობს მათ აქტიურ ჩართულობას ადგილობრივ დონეზე საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობის გზით.

რეგისტრაცია შესაძლებელია 9 მარტის ჩათვლით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ბმულზე.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მხრიდან საკონტაქტო პირია, პროექტის ადმინისტრაციული ასისტენტი - მარიამ სესიტაშვილი (ელ. ფოსტა: Mariami. Sesitashvili @ eiec. gov. ge, მობ: 598620024)“, - აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, პროგრამა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) და შვეიცარიის მთავრობების მიერ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება.

კვირის ამბები