
სსიპ -გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანის საჯარო სკოლაში ენისა და მეტყველების თერაპევტის ვაკანსიაა, რომელიც კვირაში 5-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.
რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატი სხვა მოთხოვნებთან ერთად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ჰქონდეს ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხი ლოგოპედიის, სპეციალური განათლების, ფსიქოლოგიის ან პედაგოგიკის მიმართულებით.
შეეძლოს: მოსწავლის ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის განვითარების, სმენითი აღქმის უნარის შეფასება და მის საფუძველზე მეტყველებისა და კომუნიკაციის განვითარების გეგმის შედგენა; მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარის გაუმჯობესების მიზნით, მოსწავლესთან როგორც ინდივიდუალური ისე ჯგუფური სამუშაოების განხორციელება.
მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს კი გაუწიოს კონსულტაცია, ასევე გააცნოს ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის ხელშემწყობი სტრატეგიები.
გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 462 ლარია. მსურველებმა განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)-ზე, 6 მარტის ჩათვლით უნდა გაგზავნონ. სამუშაოს დაწყების თარიღად 16 მარტია მითითებული.