

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო განსახლებულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის, სურსათის წარმოების და გადამუშავების ხელშეწყობის მიზნით გრანტებს გადასცემს.
ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს ხელის ტრაქტორებს, სხვადასხვა სახეობის მრავალწლიანი კულტურების ნერგებს, სასოფლო-სამეურნეო, სურსათის წარმოების და გადამუშავებისთვის საჭირო ინვენტარს შეუძენს.
პროექტით დაინტერესებულმა პირებმა, დამატებითი ინფორმაციისთვის იძულებით გადაადგილებულ პირთა ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამების სამმართველოს უნდა მიმართონ ან დარეკონ ტელეფონის შემდეგ ნომრებზე: 032 2 14 02 41 ან 557 72 91 31.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს