

საქართველოში კორონავირუსი 52-მა პაციენტმა დაამარცხა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი, 227-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
ვებ.გვერდის ცნობითვე, კარანტინის რეჟიმშია 4829 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 410 პირი რჩება.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 227 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 52 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს