საზოგადოება
27.02.2026 11:42
დაბალი ტემპერატურა და თოვა გორში მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დაბალი ტემპერატურა და თოვა გორში მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

დღის განმავლობაში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +2 გრადუსს მიაღწევს, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოლებში კი ინტენსიურ თოვასთან ერთად, მოსალოდნელია ყინვა.

თოვლჭყაპი და +3 გრადუსია ნავარაუდევი 28 თებერვალს გორში. მცირე ნალექი თოვლჭყაპის სახით შენარჩუნდება 1-ელ მარტსაც. 2 მარტიდან კი გამოიდარებს და 11 მარტის ჩათვლით უნალექო ამინდია მოსალოდნელი, თუმცა დაბალი ტემპერატურა კვლავ შენარჩუნდება და აღნიშნული 10 დღის განმავლობაში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით +6 გრადუსს მიაღწევს, ღამის საათებში კი მოსალოდნელია -1 -დან -6 გრადუსამდე ყინვა.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის დასახლებულ პუნქტებს, აღნიშნული დღეების განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა ღამით -10 გრადუსამდე დაეცემა.

კვირის ამბები