საზოგადოება
27.02.2026 12:00
გორში, სერგო (ჩეკო) ტატალაშვილის და მისი მეუღლის როზალია ცაბაძის მემორიალური დაფა გაიხსნა

გორში, საქართველოს დამსახურებული არტისტის და გორის საპატიო მოქალაქის სერგო (ჩეკო) ტატალაშვილის და მისი მეუღლის, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის როზალია ცაბაძის მემორიალური დაფა განთავსდა.

სტალინის №9-ში, იმ სახლის კედელზე, სადაც გორელმა მსახიობებმა 49 წლის განმავლობაში იცხოვრეს, მემორიალური დაფა სიმბოლურად მათმა შვილიშვილებმა გახსნეს.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები ესწრებოდნენ. შეკრებილებმა პატივი მიაგეს ხელოვანთა ხსოვნას და კიდევ ერთხელ გაიხსენეს საკუთარ პროფესიაზე უანგაროდ შეყვარებული მსახიობები, რომლებმაც საკუთარი ცხოვრება სცენას და მაყურებელს მიუძღვნეს.

მემორიალური დაფის გახსნის ცერემონიის შემდეგ, გიორგი ერისთავის სახელმწიფო დრამატული თეატრის დარბაზში საიუბილეო საღამო გაიმართა. ახლობლებმა და მეგობრებმა მოგონებებით კიდევ ერთხელ გააცოცხლეს მსახიობების შემოქმედება, სცენაზე განვლილი წლები და აღნიშნეს, რომ თეატრის სცენა ორივე ხელოვანისთვის მეორე სახლი იყო.

კვირის ამბები