საზოგადოება
02.03.2026 12:06
„მომავლის ახალგაზრდები 2026“ - გორელი ახალგაზრდების ჩართულობით, ბაკურიანში ზამთრის ბანაკი დარსულდა

ზამთრის ახალგაზრდული ბანაკი „მომავლის ახალგაზრდები 2026“ დასრულდა. ბანაკს ბაკურიანმა უმასპინძლა და დახურვის ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მონაწილეებმა სტუმრების წინაშე საკუთარი შემოქმედებითი ნამუშევრები და ბანაკის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შედეგები წარადგინეს.

რაც შეეხება პროექტს, ბანაკი გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ორგანიზააციამ - „საერთაშორისო ინოვაციური ინდუსტრია“ განახორციელა. ბანაკში 15-დან 29 წლამდე 80 ახალგაზრდა იყო ჩართული და მონაწილეებმა პროექტის წერის საფუძვლები, საგრანტო შესაძლებლობების მოძიების და დაფინანსების მოპოვების მექანიზმები შეისწავლეს, რაც მომავალში მათ იდეების რეალიზებაში დაეხმარებათ.

„ბანაკში ჩართულები იყვნენ წლის განმავლობაში სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივაში აქტიურად ჩართული ახალგაზრდები, მათ შორის - ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრებელი მოზარდები.

საგანმანათლებლო აქტივობებთან ერთად, ახალგაზრდები კულტურულ, სპორტულ და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ, რაც ხელს უწყობს გუნდური მუშაობის, კომუნიკაციის და თანამშრომლობის უნარების გაძლიერებას“, - აცხადებენ გორის მერიაში.

ბანაკის ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.

კვირის ამბები