

ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო საგაზაფხულო სამუშაოებს ახორციელებს.
სამუშაოები ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე ტარდება. ამ ეტაპზე, მწვანე სივრცეების მოწესრიგებასთან ერთად, ნიადაგის დამუშავების პროცესი მიმდინარეობს.
„გრძელდება ხმელი და ნახევრად ხმელი ხეების ჭრა-გადაბელვის სამუშაოებიც. დაგროვილი საშეშე მერქანი კი სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემათ. შეშა ნაწილდება მომართვიანობის გათვალისწინებით. სეზონის განმავლობაში შეშა 150-ზე მეტ ოჯახს უკვე გადაეცა“, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს