საზოგადოება
09.03.2026 16:17
ოთარშენის საჯარო სკოლა ვაკანსიას აცხადებს

სსიპ -გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთარშენის საჯარო სკოლა ვაკანსიას აცხადებს. ფსიქოლოგის პოზიციაზე გამოცხადებული ვაკანსია კვირაში 2-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.

დამსაქმებლის მოთხოვნით, კონკურსანტს უნდა ქონდეს უმაღლესი განათლება ფსიქოლოგის მიმართულებით, იცნობდეს ასევე, ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპებს, შეეძლოს საგანმანათლებლო გარემოში ქცევითი და ემოციური სირთულეების პრევენცია- მართვა და ა.შ.

გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 185 ლარია. დაინტერესებულმა პირმა განაცხადი ელექტრონულად, www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)-ზე, 31 მარტის ჩათვლით უნდა გაგზავნოს. სამუშაოს დაწყების თარიღად 20 აპრილია მითითებული.

კვირის ამბები