

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გორის ქუჩებში მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდა. გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს სპეც.ტექნიკით, სადეზინფექციო ხსნარით მოირეცხა ქალაქის ქუჩები და გორის მუნიციპალიტეტის სოფლების ცენტრალური გზები.
როგორც გორის მერიაში აცხადებენ, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სადეზინფექციო ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტში როგორც ქუჩების, ასევე სკვერების, გასართობი სივრცეების, მიწისქვეშა გადასასვლელებისა და ადმინისტრაციული შენობების დეზინფექცია ეტაპობრივად ხორციელდება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს