
გორის საფეხბურთო კლუბ „გორს“ სპორტული ინვენტარი გადაეცა.
სკოლის აღსაზრდელებს ვარჯიშისთვის საჭირო აღჭურვილობა საქართველოს სპორტის სამინისტრომ ფეხბურთის განვითარების ფონდის მეშვეობით გადასცა.
აღსანიშნავია, რომ რეგიონის მასშტაბით, საფეხბურთო ინვენტარით ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლაც დაჯილდოვდა.
ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი პაატა ჩადუნელი და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი კალანდაძე ესწრებოდნენ.
„საქართველოში მოქმედ საფეხბურთო სკოლებსა და აკადემიებს ინვენტარი ეტაპობრივად გადაეცათ. პროექტის ფარგლებში, 20 სახეობის საფეხბურთო ინვენტარის შესაძენად მილიონ ლარამდე გამოიყო. ინვენტარის გადაცემის გარდა, სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ფონდი ფეხბურთის ფედერაციის მიერ აღიარებულ საფეხბურთო სკოლებსა და აკადემიებსაც აფინანსებს. საქართველოს სპორტის სამინისტრო გეგმავს, 2026 წლის ბოლომდე სპორტული ინვენტარი მიიღოს ისეთმა საფეხბურთო სკოლებმა და აკადემიებმაც, რომლებიც ფეხბურთის ფედერაციის მიერ არ არის აკრედიტებული“, - აღნიშნულია საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საფეხბურთო აღჭურვილობა, ჯამში,106 საფეხბურთო სკოლას და აკადემიას გადაეცა.