
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტის „მოგზაურობა ინოვაციების და ტექნოლოგიების სამყაროში“ ფარგლებში, გორში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში 18 მარტს, 15:00 საათზე დაიწყება და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ეკოსისტემის შესახებ პრეზენტაციას, ცოდნის ასამაღლებელ ლექციას, GITA-ს 2026 წლის პროგრამების გაცნობას, მათ შორის, საგანმანათლებლო, ბიზნესის დაფინანსება/განვითარების და სხვა უამრავ პროგრამას მოიცავს.
ღონისძიება 3D მოდელირების და ბეჭდვის პრაქტიკული სემინარით დასრულდება.
დაინტერესებული პირები რეგისტრაციის გავლას შეძლებენ როგორც ადგილზე, ასევე, გორის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ბმულზე.
ცნობისთვის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტის „მოგზაურობა ინოვაციების და ტექნოლოგიების სამყაროში“ ფარგლებში, უწყების წარმომადგენლები, პროექტის პარტნიორებთან ერთად, სამი თვის განმავლობაში საქართველოს 55 მუნიციპალიტეტს ესტუმრებიან და ინოვაციების და ტექნოლოგიების შესახებ თეორიულ და პრაქტიკულ ლექციებს ჩაატარებენ