

დღეს გორში, რუსთავსა და თბილისში 3 ახალი, დროებითი სანოტარო ბიურო გაიხსნა - აღნიშნულის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა განაცხადა.
„დღეს დილით გორში, რუსთავსა და თბილისში - 3 ახალი დროებითი სანოტარო ბიურო გავხსენით. როგორც კი ნოტარიუსთა პალატა შესაბამის აღჭურვილობას საკმარისი ოდენობით შეიძენს, უფრო მეტი სანოტარო ბიურო განაახლებს ფუნქციონირებას,“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, სრულად დისტანციურ რეჟიმში განაახლა საქმიანობა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ და ეროვნულმა არქივმა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს