

საქართველოს საპენსიო ფონდმა 28 თებერვლის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 720 ათასი ადამიანია. 2026 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით კი დაგროვებითი პენსიით 28 882-მა პირმა ისარგებლა, მათზე პენსიის სახით 137,2 მილიონი ლარი გაიცა.
„თებერვლის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 8.7 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.4 მილიარდ ლარს მიაღწია“, - აცხადებენ საქართველოს საპენსიო ფონდში.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი