
პროექტ „სერტუსის“ (ინგლისური ენის ცოდნის დონის დასადგენ ტესტირება) ფარგლებში, ტესტირებაზე გასვლის მსურველების რეგისტრაცია 16 მარტს, 09:00 საათიდან დაიწყება და 23 მარტს, 09:00 საათამდე გაგრძელდება.
რაც შეეხება ტესტირების თარიღს, 25 მარტს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩატარდება.
„სერტუსის“ ფარგლებში, ინგლისური ენის გამოცდა, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ჯამში, 400-ზე მეტმა კანდიდატმა ჩააბარა.
მონაწილეს შეუძლია ჩააბაროს როგორც მთლიანად ტესტი, ისე მისი ცალკეული ნაწილი/ნაწილები. ერთი ნაწილის ჩაბარების შემთხვევაში (მაგ.: მოსმენა) მონაწილე მიიღებს შესაბამის ცნობას. სერტიფიკატი კი, რომლის მოქმედების ვადაც 3 წელია, ტესტის სრულად (ოთხივე ნაწილის) ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა. მნიშვნელოვანია, რომ გადაბარების 6-თვიანი მოცდის პერიოდი ერთ თვემდე შემცირდა“, - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
მსურველებს, აღნიშნულთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაციის ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე შეუძლიათ.