საზოგადოება
12.03.2026 14:51
6 წელზე მეტი წლოვანების მანქანების შემოყვანა აღარ აიკრძალება, გაძვირდება განბაჟება - ირაკლი კობახიძე

6 წელზე მეტი წლოვანების მანქანების შემოყვანა აღარ აიკრძალება - გაძვირდება განბაჟება. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„გვინდა გარკვეული კორექტივები შევიტანოთ ამ გადაწყვეტილებაში, კერძოდ, შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების, 4.5-ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული და შემოყვანის აკრძალვა შესაბამისი გაზრდილი აქციზით შეიცვლება. ეს გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, მთავრობის დადგენილებით, საქართველოში 1-ელი აპრილიდან 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტის აკრძალვა იგეგმებოდა.

კვირის ამბები