საზოგადოება
16.03.2026 12:02
მუნიციპალიტეტის ამბულატორიების სამედიცინო პერსონალთან გორში შეხვედრა გაიმართა

მუნიციპალიტეტის ამბულატორიების სამედიცინო პერსონალთან გორში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თამაზ ბესტაევი, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ მურალოვა და გორის მერიის სოციალური სამსახურის უფროსი დიანა ბერიძე ესწრებოდნენ.

მონაწილეებმა პირველადი ჯანდაცვის სისტემის ეფექტური მუშაობის უახლესი მიდგომები, ამბულატორიებში არსებული გამოწვევები და მოსახლეობისთვის გაუმჯობესებული სამედიცინო სერვისის მიწოდების შესაძლებლობები განიხილეს. გარდა ამისა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პირველადი ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებაში მუნიციპალიტის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

სამუშაო შეხვედრას საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის ხელმძღვანელი პავლე კაპანაძე, პირველადი ჯანდაცვის სამმართველოს უფროსი ვლადიმერ ჯანიაშვილი, ლოჯისტიკის სამმართველოს უფროსი კონსტანტინე ტყაბლაძე და შიდა ქართლის რეგიონული კურატორი თამარ მელიქია უძღვებოდნენ.

კვირის ამბები