

წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებმა გორში, ბარნოვის ქუჩაზე სასმელი წლის საუბნო ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყეს.
როგორც წყალმომარაგების კომპანიაში ამბობენ, ქსელი წლებია განახლებას საჭიროებს და მსგავსი სამუშაოები არ განხორციელებულა.
„ბარნოვის ქუჩის მაცხოვრებლები 24-საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობენ, თუმცა, მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო, დიდია სასმელი წლის დანაკარგი. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ძველი, ამორტიზებული მილების, სრულიად ახალი სისტემებით ჩანაცვლება, შესაბამისად, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ, 700-მდე მოქალაქე წყლის გამართული ინფრასტრუქტურითა და ხარისხიანი წყალმომარაგებით შეძლებს სარგებლობას“, - განმარტავენ წყალმომარაგების კომპანიაში.
კომპანიაში ამბობენ, რომ აღნიშნული სამუშაოები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს და თანამშრომლების ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაცულია.287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს