საზოგადოება
16.03.2026 13:12
საქართველოში საკრებულოს რეგლამენტის განახლების პროცესი დაიწყო

საქართველოში საკრებულოს რეგლამენტის განახლების პროცესი დაიწყო.

პირველი სამუშაო შეხვედრა გორში გაიმართა, სადაც შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და მცხეთა-მთიანეთის 14 მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეებმა და აპარატის ხელმძღვანელებმა ტიპური რეგლამენტის პროექტი განიხილეს და საჭირო რეკომენდაციებზე იმსჯელეს.

პროექტის ფარგლებში, მსგავსი სამუშაო შეხვედრები ეტაპობრივად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს, რაც რეგლამენტის ერთიან და შესაბამის პრაქტიკასთან მდგრად მოდერნიზაციას უზრუნველყოფს.

როგორც გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მარლენ ნადირაძემ აღნიშნა, იმსჯელეს საკრებულოს რეგლამენტის იმ ნორმებზე, რომლებიც შეიძლება გადაიხედოს.

„ვიმსჯელეთ ახალ გამოწვევებზე და განვიხილეთ, თუ რა შეიძლება დაინერგოს რეგლამენტის განახლების პროცესში. ეს ყველაფერი ერთიანობაში სარეკომენდაციო სახის ანალიზად შეიკვრება, რომელსაც ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულო ინდივიდუალურად განიხილავს“, - აღნიშნა მარლენ ნადირაძემ.

ინიციატივას „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი – სიპისი (CPC)“ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს მხარდაჭერით და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პარტნიორობით ახორციელებს.

კვირის ამბები