საზოგადოება
16.03.2026 13:30
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნალექი გორში დღეს საღამომდე შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17, 18 და 19 მარტს გორის მუნიციპალიტეტში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, 17 მარტს +9, 18-ში +13, 19 მარტს კი +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურა +3-დან +5 გრადუსამდე.

სინოპტიკოსების ცნობით, 20 მარტიდან გორში კვლავ ნალექია მოსალოდნელი და წვიმა ერთი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, ნავარაუდევია +10 -დან +13 გრადუსამდე სითბო. მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის დასახლებულ პუნქტებში კი - 5-7 გრადუსი.  

კვირის ამბები