
გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი გორში მცხოვრები პირებისთვის პროექტის განხორციელებას იწყებს.
ორგანიზატორების თქმით, მაზნიაშვილის ლეგიონი დამოუკიდებელი, მოხალისეობაზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც მოქალაქეებს სხვადასხვა კრიზისული სიტუაციისთვის ამზადებს და ამ მიზნით, საქართველოს მასშტაბით, უფასოდ ატარებს დაწყებითი სამხედრო-სალაშქრო მომზადების, სპეციალურ და სამეთაურო კურსებს როგორც ზრდასრულების, ასევე მოზარდებისთვის.
პროექტში მონაწილეთა მინიმალური ასაკი 15-35 წელია (დაიშვება გამონაკლისებიც). პროგრამით გათვალისწინებული, საბაზისო სამხედრო-სალაშქრო მომზადების კურსი კი 19 აპრილიდან დაიწყება და მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე საველე სწავლებებს.
მსურველებმა პროგრამაში ჩასართავად ონლაინ ანკეტა უნდა შეავსონ. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ოფიციალურ ვებ გვერდზე: www. legionerebi. com
ლეგიონის ოფიციალური პარტნიორი საქართველოს თავდაცვის სამინისტროა.